გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

1-03-2019

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. 43-გვერდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი საარჩევნო კამპანიისას და უშუალოდ არჩევნების დროს განვითარებული პროცესები. ანგარიშში მოხვდა როგორც კრიტიკა, ისე პოზიტიური შეფასებებიც.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების ორივე ტური ჩატარდა დროულად, ეფექტიანად და პროფესიონალურად. ეუთოს განცხადებით, არჩევნები, საერთო ჯამში, იყო გამჭვირვალე და სამართლიანი, ყველა საჩივარი და გადაწყვეტილება დროულად ქვეყნდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.


თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, ვალების განულების შესახებ მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივამ არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს. დოკუმენტში საუბარია მეორე ტურის წინ ამომრჩეველზე ზეწოლასა და დაშინებაზე. გარდა ამისა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემოწირულობის კუთხით უთანასწორო გარემოზეც. ამ თემაზე აქცენტირებისას ეუთო საპრეზიდენტო კანდიდატისათთვის ბანკისაგან გაცემულ მილიონი ლარის სესხზე ამახვილებს ყურადღებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031