3-03-2019
პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ რომში გამართულ შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება.
"როგორც გავიგე, სააკაშვილმა ლიეჟის შედეგი გააუარესა და რომში 70-მდე ანგაჟირებულ ემიგრანტზე მეტი ვერ შეკრიბა. ჰო და კიდევ, შეხვედრაზე ჟურნალისტების ნაწილს დასწრების საშუალება არ მისცეს.
ყველას გზა როგორც ჩანს რომში არ მიდის...
P.S. ერთი ნიშანდობლივი დეტალიც, სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას ამჯერად არა "თანამემამულეთა მსოფლიო კრება", არამედ "საქართველოს მომავლის ფორუმი" ჰქვია. ვერ გავიდნენ მსოფლიო მასშტაბზე"-წერს ანჯაფარიძე.