გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას პირველად შეძლებენ ონლაინ ფორმატში 

4-03-2019

პირველად საქართველოში, მასწავლებლებს მიეცემათ უპრეცედენტო შესაძლებლობა პროფესიული განვითარება ონლაინ ფორმატში გაიარონ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ზოგადპროფესიული უნარების ონლაინ კურსებს სთავაზობს.


4 მარტს დაიწყო ახალი ეტაპი და კურსის გავლის საშუალება ექნება 250 დაინტერესებულ მასწავლებელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კურსი 2019 წლის 14 აპრილს დასრულდება. ონლაინ პროფესიული განვითარების კურსები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მომზადდა, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტს აერთიანებს.


ონლაინ კურსები პედაგოგებს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ პროფესიული განვითარება. ონლაინ ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარება.


„ონლაინ ტრენინგკურსები საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლებისთვის მათთვის ხელსაყრელ ადგლას და დროს შეასრულონ კურსის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების აქტივობები. პროფესიული კომპეტენციის ამაღლებასთან ერთად, ონლიან ფორმატში მუშაობა მასწავლებლებს ასევე დაეხმარებათ სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების სარგებლის უკეთ დანახვაში და ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაში“- განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ნატალია ედიშერაშვილმა.


გასულ წელს პირველადი პილოტირება გაიარა და დასრულებულდა ზოგადპროფესიული უნარების კურსზე მუშაობა. პირისპირ კურსების ონლაინ ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031