გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკალი კობახიძე: კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში", გაღრმავდება და მივა მათ სრულ განადგურებამდე

4-10-2025

კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში", რომელიც უნდა გაღრმავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სრულად განადგურების შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.


„ეს კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში" აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სრულ განადგურებამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930