5-03-2019
ლონდონში საქართველოს საელჩოს, აზიის სახლისა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თანაორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას შემოქმდებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
პროექტი, რომლის ავტორი მხატვარი ანდრო სემეიკოა, მრავალგანზომილებიანია და აერთიანებს ვაჟა- ფშაველას პოემებისა და ლექსების თარგმანებს, დიზაინერ მანანა ანთელიძის მიერ პოეტის შემოქმედების შთაგონებით შექმნილ სამოდელო ესკიზებს, თანამედროვე ქართველი მწერლის ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობებსა და მხატვრების ლეონიდ და ანდრო სემეიკოების ნახატებს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და აზიის სახლის ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა პამელა კემბერმა. საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში ყურადღბა გაამახვილა ქართული ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.
აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას პოემებიდან ნაწყვეტების ინგლისურენოვანი თარგმანები წაიკითხეს ბრიტანული კინოაკადემიის - BAFTA-ს ჯილდოს მფლობელმა ცნობილმა უელსელმა მსახიობმა შაან ფილიპსმა და პროფესორმა დონალდ რეიფილდმა.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველი პოეტის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაეთვალიერებინათ.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა "მასპინძელმა".