გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ვგულშემატკივრობ ირაკლი ღარიბაშვილს

5-03-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ პარტიაში დაბრუნებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მას გულშემატკივრობს. ბესელია ამბობს, რომ ე.წ. ირაკლი კობახიძის ჯგუფი, უკვე წარსულია. მისი თქმით, აუცილებელია „ქართულ ოცნებაში“ სისტემური ცვლილებები მოხდეს.


"ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები - ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. არ გამოვდგები პოლიტიკურად მიმომხილველად წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ირაკლის ვუსურვებ წარმატებებს, თუ ის გააქტიურდება, რადგან პირადად მე მას ვგულშემატკივრობ. ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ,რომ არის უკვე წარსული ეს არის დროის საკითხი"- განაცხადა ეკა ბესელიამ.


ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ გუნდში დაბრუნდა. ის დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო და პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა ჩაიბარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031