5-03-2019
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება. პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის პროცედურა განსაზღვრა. კერძოდ, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით 4 გამომსვლელი გამოვა. ესენი იქნებიან: უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერები და ორი ფრაქციის თავმჯდომარეები, რომლებიც უმცირესობასა და უმრავლესობაში არ შედიან.
ფრაქციების თავმჯდომარეებს გამოსვლისთვის 10-10 წუთი, ხოლო ლიდერებს 15-15 წუთი ექნებათ.