გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

5-03-2019

2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247,705 შეადგინა, რაც 11,993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%).


ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.


თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +111.1%, სლოვაკეთი +84.8%, პოლონეთი +76.7%, ლიეტუვა +46.1%, ჩეხეთი +41.6%, იტალია +34.8% და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +198.4%, ჩინეთი +52%, საუდის არაბეთი +48.6% და სხვა.


2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553,644 შეადგინა, რაც 29,054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +5.5%).


იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 8 მილიონი აშშ დოლარით მეტი შეადგინა.


წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 164.5 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 8 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.6 მილიარდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930