5-03-2019
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ წერილი მან შუამავლის მეშვეობით მიიღო.
„მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ ფურცელზე რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ“, - განაცხადა პროკურორმა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.