გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება

5-03-2019

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა“-ამის შესახებ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს პოლიტიკაში პარტიულ თანამდებობაზე დაბრუნდა.


„ბუნებრივია, მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა და რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში. სწორედ ეს მიზეზები და პრობლემებია ძირითადად, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო და წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე.


ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, ჩვენი დამფუძნებლების, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების, პირველი თაობის თანაპარტიელების და ახალი თაობის შეკავშირება, უფრო მჭიდროდ და მეტი კოორდინაციით. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და ამოცანა“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031