გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე

5-03-2019

„მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამ შემთხვევაში უკვე როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა იქნება, მონაწილეობა თუ თანამონაწილეობა მძიმე საქმეში, თუ ასეთი დასტურდება და თუ არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ამ კითხვებზე, ყველაფერზე უნდა იყოს პასუხი ამომწურავი, რომ საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ რაღაც ისე არ არის“-ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.


„ძალიან მარტივი პასუხი შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან, რომ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს, ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო და მე არავის ადვოკატი არ ვარ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს, იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ მე ვგულისხმობ ჩვენ თავს, არა ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“. კიდევ ვიმეორებ, რომ არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება არაა და არც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილება. დამერწმუნეთ, რომ რეალურად დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031