6-03-2019
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოდის. პრეზიდენტმა დეპუტატებთან წარდგენისას ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანაში დაგროვილი აგრესიის შედეგია.
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება და პირველ რიგში, ახალგაზრდები, ჩვენგან მაგალითს ელიან. საზოგადოებრივი თანხმობა ერთადერთი პასუხია ამ მოლოდინზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით 4 გამომსვლელი გამოვა. ესენი იქნებიან: უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერები და ორი ფრაქციის თავმჯდომარეები, რომლებიც უმცირესობასა და უმრავლესობაში არ შედიან. ფრაქციების თავმჯდომარეებს გამოსვლისთვის 10-10 წუთი, ხოლო ლიდერებს 15-15 წუთი ექნებათ.