გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი გვრიტიშვილი: მოსამართლე მამია ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ეთიკის ქარტიაში დავა მოუგო

6-03-2019

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსამართლე მამია ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ეთიკის ქარტიაში დავა მოუგო.


მისი თქმით, ჟურნალისტებმა ფაქტები დაამახინჯეს და მიჩქმალეს.


„ხომ კარგად გვახსოვს „რუსთავი 2“-ის 2019 წლის 16 თებერვლის აჟიტირებული სიუჟეტი მოსამართლეთა „ფეშენებელური“ სახლების შესახებ „შაბათის კურიერში“? სიუჟეტში, სხვა მოსამართლეებთან ერთად, დამახინჯებული და მიჩქმალული იქნა მნიშვნელოვანი ფაქტები რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის - მამია ფხაკაძის ქონებასთან მიმართებით, რის გამოც მამიამ შესაბამისი განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

და, აი, ქარტიის საბჭოს 2019 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა, რომ მოსამართლე მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა: ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები დაარღვიეს.


ძალიან კარგი პრეცედენტია! დიდი მადლობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საკითხის მიუკერძოებლად განხილვისთვის!


ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, უდავო საფუძველს უქმნის მამია ფხაკაძეს - სასამართლოში ედავოს „რუსთავი 2“-ს ცილისწამების უარსაყოფად; მეორე მხრივ - სხვა მოსამართლეებსაც გვიხსნის გზას - ვაგებინოთ პასუხი ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც შელახავს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ჩვენ შესახებ“. - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031