გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: დაზარალებულები დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

30-01-2018


 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ მინისტრმა ინგოროყვას კლინიკაში, დაზარალებულთა მონახულებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ერთი პაციენტი, შესაძლოა, საავადმყოფოდან დღესვე გაწერონ.

 

„დაზიანებათა უმეტესობა უკვე მართულია. დაზარალებულები დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გარკვეული პერიოდი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზოგი დაშავებული სხვა კლინიკაშია მოთავსებული და არცერთის  მდგომარეობა არაა კრიტიკული. დანარჩენებსაც ადგილზე მოვინახულებ. დაზიანების ეს ტიპი მეთვალყურეობის გაგრძელებას ითვალისწინებს. ერთი პაციენტი შეიძლება დღესვე გაწერონ, მაგრამ დანარჩენები დარჩებიან“-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031