6-03-2019
ხვალ, 7 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. მინისტრი გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დავითაშვილი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
დავითაშვილის მოსმენა “მინისტრის საათის“ ფარგლებში იგეგმება.