გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადახლოსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

7-03-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 93,040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1 ცალი სიგარეტის მოსაწევის აპარატი (IQOS) აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო 14 თებერვალს, 2 და 4 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, აღმოჩენილი სამართალდარღვევების საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930