გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

7-03-2019

ყოველი წლის 8 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ესაა ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.


პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს, აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.


ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ - საფეიქრო ფაბრიკაში 1911 წელს მომხდარი ხანძარი, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი.


1975 წელს გაერომ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ აღიარა.


ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის ისტორია 1857 წლის 8 მარტს აშშ-ში, ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალების გაფიცვას უკავშირდება. ქალების პროტესტი დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა გამოიწვია. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.


მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით, დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.


პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს.


აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031