8-03-2019
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, საშუალო ასაკის ქალი ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ქალბატონმა დაზიანებები მიიღო, თუმცა, ექიმების განმარტებით, - ის კონტაქტურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.