გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადახლოსა და კარწახში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 200 ცალი ბრილიანტის თვალი აღმოაჩინეს

8-03-2019

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. კერძოდ, 27 თებერვალს, ,,კარწახში“, სომხეთის მოქალაქეს ს.ჰ-ს, 16 291 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 243 გრამი) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა.


საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. პირველ მარტს, სგპ-ში ,,სადახლო-საავტომობილო“, რუსეთის მოქალაქეს ა.ა-ს, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 200 ცალი ბრილიანტის თვალი (საერთო წონა 5.14 გრამი) შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,581.31 ლარი შეადგინა.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,581.31 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031