8-03-2019
გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს ნიღბიანი და შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, რასაც დაცვის პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა.
ჩაცხრილულია პოლიციის მანქანის უკანა საქარე მინა. თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.