გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰააგის ერთ-ერთ უბანში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს

8-03-2019

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა -"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო" ამოტვიფრეს.


აღსანიშნავია, რომ ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგაზსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში - ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის.


ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031