გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: რატომ მოხდა ისეთი სესხის ჩამოწერა, რომლის უკანაც იდგა ადამიანი, ვინც დღესაც მოქმედი ბიზნესმენია

8-03-2019

„ფაქტია, რომ 17 მილიონი სესხის ტრანზაქცია - დასრულდა ეს ოპერაცია ისე, როგორც სხვა შემთხვევებში არ სრულდება. ჩამოწერა რომ მერე მოხდა, ეს არის საინტერესო. რატომ მოხდა ისეთი სესხის ჩამოწერა, რომლის უკანაც იდგა ადამიანი, ვისაც აქვს კაპიტალი, ვისაც აქვს კომპანიები, და ვინც დღესაც არის მოქმედი ბიზნესმენი. არის თუ არა ეს ფულის გათეთრება უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და გამოიძიოს პროკურატურამ. მე არ ვაბრალებ და არც ვამტკიცებ" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 


"ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე შეუცვალა სახელმწიფომ და თუ სახელმწიფოს უნდოდა, რომ ხაზარაძეს ეს პროექტი ვერ გაეკეთებინა, იმიჯი შელახვოდა და პირობა დაერღვია პარტიორებთან, რატომ შეუცვლიდა ამ პირობებს, მაშინ აღარ გადაუვადებდა არაფერს. 
მე არ ვამტკიცებ რომ ფულის გათეთრება მოხდა ან არ მოხდა, მე ვსვამ კითხვებს. ბანკის კაპიტალში შეიტანეს თანხა, რომელიც თავად ისესხეს იმ ადამიანისგან, რომელსაც თავად ასესხეს ფული. არის თუ არა ეს ფულის გათეთრება, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და სასამართლოზე უნდა მოხდეს, ამის გარკვევა პოლიტიკური გარჩევებით ამის გარკვევა შეუძლებელია. 
მეორე საკითხი, რაც კითხვის ნიშნებს წარმოშობს არის ის, რომ 17 მილიონი ოდენობის სესხი შემდეგში ჩამოიწერა, როგორც ეს კომიტეტზე ითქვა. ეს ტრანზაქცია მომხდარია ომამდე და ვერავის ვერ ეცოდინებოდა რომ ომი მოხდებოდა. მაშინ, როდესაც პატარა სესხებსაც კი თუ არ გადაიხდით, აუცილებლად რითაც გაქვთ უზრუნველყოფილი, ამ ქონების რეალიზაცია მოხდება და ამ ფულს უკან მოგატანინებენ"- განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930