გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პროფკავშირები VS საქართველოს მთავრობა: შსო საქართველოს, ქალებთან არათანაბარი მოპყრობის გამო აკრიტიკებს

8-03-2019

საქართველოს პროფკავშირების მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი,რომლის განხილვაც 2018-წლის ივნისში მოხდა ჟენევაში, სტანდარტების კომიტეტმა სრულად გაიზიარა.


„შრომის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების“ 2019 წლის ანგარიში („Application of International Labour Standards 2019)“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ სულ ახლახან გამოაქვეყნა. სწორედ საქართველოს პროფკავშირების პოზიციას დაეყრდნო შსო-ს „სტანდარტების გამოყენების კომიტეტის“ დასკვნა, რომელსაც თან დაერთო ინდივიდუალური რეკომენდაციები საქართველოსთვის, როგორც შსო-ს წევრი სახელმწიფოებისათვის, შრომის საერთაშორისო კონვენციების და მათი პრაქტიკული რეალიზების მდგომარეობის თაობაზე.


დოკუმენტი განსაკუთრებულად კრიტიკულად უდგება სიტუაციას საქართველოში შსო-ს მე-100-ე ფუნდამენტური კონვენციის სრულფასოვანი რეალიზაციის პრობლემის გამო. ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს ქვეყანაში ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობას და გენდერული ნიშნით შრომის ანაზღაურების უდიდეს დისბალანსს ქვეყანაში, ხოლო ხელისუფლებამ კი მკაცრი რეკომენდაციები მიიღო აღნიშნული მიმართულებით.


აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადებას წინ უძღოდა მწვავე დისკუსიები ქ. ჟენევაში. გამართულ მოსმენებზე პროფკავშირების პოზიციებს ირაკლი პეტრიაშვილი წარმოადგენდა, ხოლო ხელისუფლებისას საქართველოს შრომის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მხრიდან დებატებში, გამართულ დისკუსიებსა და საკომიტეტო მოსმენებში უშუალო და აქტიური ჩართულობის შედეგად და ირაკლი პეტრიაშვილის მიერ წარმოდგენილი მყარი არგუმენტაციის წინაშე, უშედეგო აღმოჩნდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყველა მცდელობა - არ შესულიყო საქართველოს პრობლემატიკა განსახილველ საკითხთა შორის.


„დოკუმენტის დასკვნას 7 პუნქტიანი სარეკომენდაციო ნაწილი და ვითარების ანალიზი ახლავს. შრომის საერთაშოროსო ორგანიზაცია სხვა მოთხოვნებთან ერთად საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს გამოიყენოს იმპლემენტაციის ეფექტური მექანიზმები „თანაბარი შრომისთვის ქალსა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების“ პრინციპის პრაქტიკული რეალიზების მიზნით. უზრუნველყოს ეროვნული კანონმდებლობის, კერძოდ, შრომის კოდექსის (2006 წ) , კანონის გენდერული თანასწორობის შესახებ“ (2010 წ) , კანონის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" (2014 წ) და "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის (2015 წ) „თანაბარი შრომისთვის ქალსა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების“ პრინციპთან შესაბამისობა და გამოყენება სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციებში.


თავის მხრივ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ირაკლი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გულისყურით მოეკიდოს შსო-ს ანგარიშს და ზედმიწევნით შეასრულოს მიცემული რეკომენდაციები, რათა ქალთა უფლებები საქართველოში შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან“-აცხადებენ პროფკავშირებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930