გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დღემდე რჩება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც ელოდებიან პატიოსანი მეანაბრეები და საზოგადოება

8-03-2019

"ფაქტია, ვერავინ უარყო რომ ბანკიდან გამქრალია პატიოსანი მეანაბრეების 17 მილიონი ლარი და ვერავინ ახსნა, რას ემსახურებოდა ჯერ ამ კრედიტის საეჭვოდ გაცემა და შემდგომ, მისი ჩამოწერის ფაქტი"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.


"ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რომელსაც ბანკთან მხოლოდ რტანზაქციის ეპიზოდი აკავშირებდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის, როგორც ლეგურატორის მოთხოვნები, სამართლიანად აღიარა თიბისი ბანკმა და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. შემდეგ კი ბანკის აქციონერები დაეთანხმნენ რეგულატორის რეკომენდაციას და ამ უკიდურესად საეჭვო ტრანზაქციაზე პასუხისმგებელი პირები - ხაზარაძე და ჯაფარიძე გაყვანილ იქნენ მმართველობიდან. ეს გარემოებები დადებითად აისახა ბანკის კაპიტალიზაციაზე და ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისის“ აქციები არათუ დაუბრუნდა თავდაპირველ ნიშნულს, არამედ, გაიზარდა 10 %-ით.


ამის პარალელურად, პოლიტიკური ოპოზიცა, სუბიექტური ინტერესების მქონე პირები და მედია ცდილობენ ისაუბრონ ყველაფერზე, გარდა ამ საქმესთან დაკავშირებულ ობიექტურ რეალობაზე. ისინი ხელს იშვერენ გვენეტაძეზე, რომელმაც აღმოაჩნია სამართალდარღვევა და პრეტენციებს არ უყენებენ ქადაგიძეს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქცია არ გამოავლინა. ყოველივე ეს რეალობის თავდაყირა წარმოჩენისა და ფაქტების დამახინჯების მცდელობა.


ფულის გათეთრება, ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, არის სამართალდარღვევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა და მასზე კანონიერი რეაგირება ნებისმიერი სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა"-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930