გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ნარმანია მეტროს ინციდენტზე:დაჩქარებასთან ან დროულად დასრულებასთან დაკაშირებით მერიიდან კომპანიას მითითებები არ ჰქონია

30-01-2018

დედაქალაქის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მეტრო „ვარკეთილში“ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული თუ რა იყო ჩამონგრევის მიზეზები.
ამის შესახებ ნარმანიამ მეტრო „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. 
„რაიმე სახის დაჩქარებასთან ან დროულად დასრულებასთან დაკაშირებით ჩვენი მხრიდან მითითებები კომპანიის მიმართ არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ შეესრულებინათ სამუშაოები ხარისხიანად. ალბათ ძალიან ბევრ კითხვაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი და ძალინ მკაცრად დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება.
ასეთი ფორმით რატომ გააკეთეს, ასეთი შეკიდული ჭერი, შემდეგ რამ გამოიწვია ჩამონგრევა, იყო უხარისხოდ შესრულებული, თუ ვიბრაცია იყო იმაზე მეტი, ან რამ გამოიწვია - ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს. 
სატენდერო კომისიაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია. მე ერთხელ ვიმყოფებოდი კიდეც ერთ-ერთ ობიექტზე, ისევ როგორც ამ კომპანიის მიერ მანამდე შესრულებულ სხვა ობიექტზე „ახმეტელის თეატრში“.
ჩვენ ამ მეტროსადგურების რეაბილიტაცია დავიწყეთ იმიტომ რომ იქ იყო ძალიან კრიტიკული მდგომარეობა. მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა დეტალებზე, რაც მე არ მახსოვს და ვერ მემახსოვრება, იმიტომ რომ მერიაში ძალიან ბევრი ასეთი სამუშაო მიმდინარეობდა პარალელურად, უმჯობესია რომ სატრანსპორტო კომპანიას მიმართოთ“- განაცხადა ნარმანიამ 
შეგახსენებთ, რომ დღეს დაახლოებით 10:22 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით დაშავდა 10ზე მეტი ადამიანი. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არ არიან. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930