10-03-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი გავრცელებული ინფორმაციის სისწორეს, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება, არ ადასტურებს.
"სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრია, რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს გატარებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით მე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გეტყვით, თუმცა შეიძლება ითქვას ის, რომ პარტიის განვითარება და განახლება არის აუცილებელი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება"-განაცხადა ოხანაშვილმა.