10-03-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გიორგი კახიანის განცხადებით, მთავრობაში რაიმე მასშტაბური სახის ცვლილებები არ იგეგმება და ამაზე საუბარი არც ყოფილა.
"რაც შეეხება ქალბატონი თეას თანამდებობიდან წასვლას, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი თეა ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მნიშველოვანი წევრი , რაიმე ინფორმაცია მის წასვლასთან დაკავშირებით მე არ მაქვს. ასეთი გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს ალბათ და თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავად ახსნის რით შეიძლება იყოს ეს განპირობებული. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ასეთ ინფორმაციას მე არ ვფლობ"-აცხადებს კახიანი.