გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში სადღესასწაულო საღამო ,,დედა, ქალი, გაზაფხული...“ გაიმართა

10-03-2019

გაზაფხულის მობრძანებას, დედისა და ქალთა დღესასწაულებს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული საღამო ,,დედა, ქალი, გაზაფხული...“


ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.


საზეიმო კონცერტს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930