გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

10-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული ტ. გ. და 1986 წელს დაბადებული ი. ლ. ქუთაისში დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პოლიციამ, ტ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ი.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930