გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

10-03-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 III,IIIა მიკრორაოინების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვაზისუბნის დასახლების(ნაწილობრივ) და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, სამხედრო დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ყვარლის, რატილის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, ტვიშის, წალენჯიხის, გეზათის, მიქელაძის, მთისძირის, მესხეთის, უშაკოვის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), აბაშვილის, კალოუბნის, საცხენისის, ლაღიძის, რამიშვილის, შუამთის, ჩაჩუას, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


ასევე, 10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კრავეიშვილის, ჩიტაძის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზანიშვილის, კირილე უკლებას, მოსიძის, კოტეტიშვილის, ასათიანის, მთაწმინდის, ინგოროყვას, ყიფიანის, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031