გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთი პირის ცემისა და გაგუდვისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

30-01-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ ი.ბ.-ს და ა.ბ.-ს შორის, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ჯიხურში, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ი.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ა.ბ.-ს ხელებით და ფეხებით ძლიერად სცემა, შემდეგ კი იგი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ი.ბ.-მ კვალის დამალვის მიზნით გვამს ტანსაცმელი დააყარა, გარედან ჩაკეტა ჯიხურის კარები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 15 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031