11-03-2019
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს, 11 მარტს, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროქტის განხივლას იწყებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და მათ მიმართ შესაბამისი დადგენილება არ აღსრულებულა.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან:
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება ერთ სააღსრულებო საქმეზე გასაწევი, დაახლოებით 14.22 ლარი. ჯამში, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება 38 140 სააღსრულებო საქმეზე გასაწევი ხარჯი, დაახლოებით 542 350.8 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ავტორები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არიან, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.