11-03-2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პირველი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. რომ დაგიდასტუროთ, ამისთვის საფუძველი არ გვაქვს. გუშინ, კვირა დღის მიუხედავად, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მოსაზრებები გავცვალეთ. სხვა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.