გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ჭარაია: ინვესტიციების მოცულობა მილიარდ 200 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, რომელიც ნამდვილად ქმნის მასშტაბს

11-03-2019

ეკონომიკის ექსპერტ ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, პირდაპირი უცხორი ინვესტიციების მოცულობის შემცირების მიუხედავად, ინვესტიციების მოცულობა მილიარდ 200 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, რომელიც ნამდვილად ქმნის მასშტაბს. ეს ნიშნავს რომ საქართველოს ეკონომიკა უცხოელი ინვესტორებისთვის ისევ ინტერესის სფეროა. 


"შემთხვევით მილიარდ ორასი მილიონი არც ერთ ქვეყანაში არ შედის. ამას თუ დავამატებთ, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი 45 %-ია , ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორები თავისი ფულის გატანით კი არ არიან დაინტერესებული, არამედ პირიქით ხედავენ, რომ ამ ქვეყანას, ამ ეკონომიკას პერსპექტივა აქვს და ამიტომ ინვესტიციების თითქმის ნახევარი რეინვესტირებითაა შევსებული" - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.


ეკონომკის ექპერტის შეფასებით, ეს კარგი სიგნალია გარეინვესტორებისთვის, რომ უკვე არსებული ინვესტორები თითქმის მთლიანად თავის შემოსავალს ისევ უკან აბრუნებენ, რათა გააფართოვონ თავიანთი წარმოება.


„ზოგადად, ინვესტიციები ძალიან ფაქიზი საკითხია, რომელიც ყოველ წელს ერთნაირად არსად არ იზრდება. აშშ-ი რომ ავიღოთ და სხვა ქვეყნებიც, ხან იზრდება, ხან მცირდება იქაც. ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკური ზრდასავით მოსალოდნელია, რომ ყოველ წელს პოზიტიური გვქონდეს.
ინვესტიციებმა შეიძლება იკლოს კიდევაც და ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაღაცა ცუდი მოხდა. საქართველოს ეკონომიკაში არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაზეც ჩვენ ვიტყოდით რომ ინვესტიციები უნდა შემცირებულიყო, უბრალოდ ასეთი ფაქტორი არ მოიძებნება. ბიზნესის კეთების რეიტინგში დავწინაურდით, ასევეა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, ასევე ეკონომიკური გამჭვირვალობის ინდექსშიც, ფითჩის ბოლო ინდექსიც ამის დადასტურებაა, რომელმაც დააგვირგვინა გასული წელი. ყველა რეიტინგი პოზიტიური კუთხით ვითარდებოდა. ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიო პრაქტიკაში, რომ შეიძლება რომელიმე წელს ინვესტიციები შემცირდეს. თუმცა ეს არ არის იმდენად დიდი შემცირება, რომ ქვეყნაში ჩავარდნაა და კატასტროფა ხდება" - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031