გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ბატიაშვილი: სკოლებში ინსპექტირება მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება

11-03-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კატეგორიულად არ იზიარებს გამოთქმულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სამინისტროს მხრიდან სკოლები პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში შეგნებულად მოწმდება.


მინისტრის თქმით, სკოლების შემოწმება სასწავლო წლის პერიოდში მუდმივ რეჟიმში ხორციელდება და ასეთი თემების პოლიტიზირება დაუშვებელია:

„სამწუხაროდ, ჩანს, რომ ცალკეული მხარეები ყოველთვის გამოიყენებენ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმების თემას პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის. შეგახსენებთ, რომ სასწავლო წელი სექტემბერში იწყება. სწორედ ამ დროს იწყება აქტიური სასკოლო და საგაკვეთილო პროცესი და ბუნებრივია, რომ ამ პერიოდს ემთხვევა შემოწმებებიც.


რაც შეეხება საიას განცხადების პათოსს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს სისტემა სრულად დეპოლიტიზირებულია. ჩვენი მიზანი და მოწოდება მხოლოდ რეფორმა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი დღის წესრიგის შექმნაა, მაგრამ როგორც ჩანს, ცალკეული ჯგუფები პოლიტიკურად უდგებიან საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პარლამენტში სწორედ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად წამოვაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რომ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს.ასეთ მიდგომას პირადად მე არ ვეთანხმები, უფლება არ გვაქვს შევხედოთ უამინდობას ან პოლიტიკურ ამინდს. ჩვენ ვალდებული ვართ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ მსგავსი პოლიტიკური ეჭვები და განცხადებები სისტემას უფრო აზიანებს“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930