გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

11-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მასშტაბით, აქტიურ ფაზაშია სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. დაწყებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების, ფასადების, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაციის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, ურიდიას № 26-სა და რუსთაველის №251-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში, მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა. ურიდიას ქუჩაზე მდებარე ეზოში ასევე მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 129 893 ლარს შეადგენს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ოსო"" აწარმოებს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე დასრულებულია ამორტიზებული ფილების, ტროტუარებზე არსებული დაზიანებული ბორდიურების კედლების დემონტაჟი. იგება დეკორატიული ფილები.


სამუშაოებს, ღირებულებით 195 000 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი"" აწარმოებს.
შედეგად, მოსახლეობა განახლებული, კეთილმოწყობილი ტროტუარებით ისარგებლებს.
ქალაქში ასევე დაიწყო მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე ხორციელდება წმინდა ნინოს № 8, №10 და №11 -ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების გარე კედლების რეაბილიტაცია. ასევე განახლდება რუსთაველის № 168 და №168 -ბ კორპუსების ფასადები.


სამუშაოებს, ღირებულებით 129 893 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს. ველოდი სანაია აწარმოებს.
ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალური პარკისა და მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე.


ამ ეტაპზე სადემონტაჟო და შემოღობვითი სამუშაოები ხორციელდება. მინი მოედნებზე მოეწყობა ახალი ხელოვნური საფარი, განხორციელდება საყრდენი ბოძების გამაგრების, ელექტრო-სამონტაჟო, მაყურებელთა ტრიბუნების მოწყობის და სხვა სახის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 102 102 ლარს შეადგენს, შპს ,,ჯეო ბილდერი"" აწარმოებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული მინი მოედნების ამოქმედება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული ტრადიციების განვითარებას შეუწყობს ხელს.


მიმდინარე სამუშაოები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930