გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

11-03-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფიფიების, ბათუმის, საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის,ა ქავთარაძის, თევდორე მღვდლის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ცემის, ზუგდიდის, ცაბაძის, ფოთის, სოხუმის, ვორონინის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის, 12 საათიდან 17 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, მუხაძის, ჩხავერის, ქინქლაძის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების, 10 საათიდან 18 საათამდე კი დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ),რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ),თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გლდანულას, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ჯანაშვილის, მეგობრობის, გლდანის ხევის, ულიანოვის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, კობერიძის, ვასო აბაშიძის, ლაღიძის, ბროსეს, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, აპოლონ ქუთათელაძის, ჭანტურიას, ვირსალაძის, გერცენის, ალ.ჭავჭავაძის, ასათიანის, მიცკევიჩის, გამრეკელის, კუტუზოვის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის და ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, გარიყულის, თიანეთის, სიხარულიძის, სამუელ ბუაჩიძის, ჩარგლის და მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე ნადიკვარის, თარხნიშვილის, მელიქიშვილის, რაზმაძის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ვეკუას, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვაზისუბნის I, II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, მეტრომშენის დასახლების, შანდორ პეტეფის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, სულაქველიძის, ალექსანდრე წულუკიძის, მუსხელიშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის, ალუბლების და ხელოვანთა ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930