გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულია:კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები დაეხმარება ჩვენს მწარმოებლებს, რომ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ

12-03-2019

კორეაში ვიზიტის მეორე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრ ჰონგ ჯონგ-ჰაკისთან და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰისთან. ორივე შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერა წარმოადგენდა.


„ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კიდევ მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ განვითარდნენ და თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.


კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გამოფენაზე IGF (Import Goods Fair), რომელშიც მონაწილეობენ კორეელი „ბაიერები“ და ფორმდება კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნების მწარმოებლებთან კორეულ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების კუთხით. კორეულმა მხარემ ქართველი მწარმოებლები წლევანდელ გამოფენაზე მოიწვია, რომელიც კორეაში ივნისში გაიმართება.


აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლები სხვადასხვა სექტორებიდან შეძლებენ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია. „პროფესიონალი „ბაიერები“ შეარჩევენ პროდუქციას კორეაში იმპორტისთვის, პირველ რიგში, ლაპარაკია ღვინოზე, თაფლზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე და სხვ.“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროების ჩართულობით, კორეის იმპორტიორთა ასოციაცია მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა, რომლის დროსაც ისინი საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს შეისწავლიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031