გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდუბეში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი აშენდება

12-03-2019

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. დედაქალაქის მერმა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.


ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაგა-ბაღით სარგებლობას 300-მდე ბავშვი შეძლებს და დასაქმდება 60-მდე ადამიანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის 50 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. უკვე დაწყებულია N9 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, შემოდგომისთვის კი N4 საბავშვო ბაღი შეძლებს აღსაზრდელების მიღებას.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, 12 ბაღის შენობის დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების აშენება. გარდა ამისა, ორი მოქმედი ბაღის ეზოში დამატებითი ფლიგელები აშენდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031