გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს

12-03-2019

სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, მედია ხშირად საუბრობს მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე.


„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. საკადრო ცვლილებების ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ – ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა. მე თუ მკითხავთ, ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ბევრი სპეკულაცია გვესმის არა მარტო ახლა, წლების განმავლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთი და იგივე მინისტრი მედიამ ათჯერ მაინც გადააყენა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, რას გვეტყვის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031