12-03-2019
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს საკითხი დღის ბოლოს გადადაწყდება.
"თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი. რაც შეეხება პოლიტიკური ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება "ქართულ ოცნებასთან", რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები "ქართული ოცნების" ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, რომ "ქართული ოცნება" იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, თუ დღეს მიიღწევა შეთანხმება საკითხზე, რომელზეც არის საუბარი და მიმდინარეობს დისკუსია, სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება.