12-03-2019
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"როგორც უკვე იცით, ჩემგან და ასევე სხვა წყაროებით არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.