გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი, წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს

12-03-2019

„რამდენიმე წელია, თბილისში გახსნილია ჩვენი ოფისი და წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით“ - ეს განცხადება „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეი ლიმ კორეის ქალაქ სუვონში, "სამსუნგის" ციფრულ ქალაქში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 


მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა "სამსუნგის" მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორპორაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ წინადადებებს საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.


„ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოსთან ასეთი ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელოთ“ - აღნიშნა „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031