გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

31-01-2018

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეს, 06:00 საათიდან, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. მეტროს პირველ ხაზზე, მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია. 

30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა. 

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, რათა დღეიდან, მეტროსადგურს მუშაობა შეუფერხებლად გაეგრძელებინა. კერძოდ, სრულად ჩამოიხსნა დაზიანებული ჭერის დარჩენილი ნაწილი და ქვედა ვესტიბიული გასუფთავდა. შესაბამისად, მგზავრების გადაადგილება სადგურ „ვარკეთილამდე“ ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930