გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ფაქტია დღეს არსებული სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს

31-01-2018


 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ჩატარებული გარკვეული პროექტები ცხადყოფს, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებებია საჭირო.

 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

 

„ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს. ცხადია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გვჭირდება. მინდა მოადგილეებს ვთხოვო, რომ ათ დღეში ან ორ კვირში წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალურ-ინფრასტრუქტურილი  პროექტების შესრულების ხარისხი და კონტროლიც იქნება ეფექტური“-განაცხადა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031