გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

13-03-2019

ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ინგლისური ვერსია ევროპის საბჭოში გაიგზავნება.


როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტში სრულად აისახა ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და პროექტი კონსესუსით მიღებულ შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს.

"კრისტიან ურსესთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის თაობაზე და აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ, კანონპროექტის ინგლისური ვერსია მივაწოდოთ ევროპის საბჭოს, რათა მან თავად გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას.


ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება ევროპის საბჭოსთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930