გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ვფიქრობ, ის პოლიტიკას ჩამოშორდება და რესტორანს გახსნის სახელწოდებით „მიხოს ხინკალი“-გამოკითხვა უკრაინაში

31-01-2018

უკრაინული გამოცემის, «КП в Украине»-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გადმოცემულია უკრაინელი პოლიტიკოსების, ექსპერტ-პოლიტოლოგებისა და რიგითი მოქალაქეების (როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების) თვალსაზრისი მიხეილ სააკაშვილის მომავალი ბედის, მისი საქმიანობის და პერსპექტივის თაობაზე.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ უკრაინული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:


ვიტალი კუპრი, ვერხოვნა რადას (პარლამენტის) წევრი: „ამჟამად მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციისათვის საფუძველი არ არსებობს, საქმე გაყალბებულია. ამიტომაც ჭიანურდება სასამართლო პროცესები. ამასთან, დეპორტაციის გამორიცხვა მაინც არ შეიძლება - უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია პრეცედენტის განხორციელება, რათა აქტიური ოპონენტი თავიდან მოიშოროს. თუმცა, თუ ამას გააკეთებს, ასეთი ნაბიჯი უკრაინაში და მთელ მსოფლიოში დიდ [ნეგატიურ] რეზონანსს გამოიწვევს“.


რუსლან ბორტნიკი, პოლიტოლოგი (კიევი): „მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური სერიალი ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის შერიგებით დასრულდება და საქართველოს ექს-პრეზიდენტი უფრო დამყოლი გახდება. დანარჩენი 40%-ის აზრით, მას ჰოლანდიაში ან პოლონეთში გააძევენ, ან საქართველოს გადასცემენ“.


ლილია ბელცანი, ინჟინერ-ტექნოლოგი (ზაპოროჟიე): „კარგი სერიალი ან ქორწინებით მთავრდება, ან მთავარი ბოროტმოქმედის გამომჟღავნებით, ან დადებითი გმირის ბედნიერი ცხოვრებით. თუმცა, უმჯობესია, თუ ამას გაგრძელება არ ექნება“.


ოლღა მამედოვა, მენეჯერი (ლვოვი): „ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან გააძევებენ, თუმცა, თუ იგი ხელისუფლებას შეურიგდება და დაარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია სასარგებლო საქმის გაკეთება, მაშინ დატოვებენ გარკვეული პერიოდის მანძილზე, სკანდალების გარეშე“.


მარინა დრობოში, ექიმი (დნეპროპეტროვსკი): „ნელ-ნელა სიტუაცია ჩაწყნარდება. მწვავე პროცესმა უკვე გაირა, მიხომ მომენტი ხელიდან გაუშვა, მხარდამჭერები აკლდება. ასე რომ, ამ სერიალში უკვე საინტერესო არაფერი არ იქნება“.


ვარვარა მასლობოინიკოვა, ექიმი (კიევი): „ადრე თუ გვიან ცოლთან ერთად ევროპას დაუბრუნდება და საერთოდ დაივიწყებენ“.


ილდარ ხალითოვი, მზარეული (კიევი): „ვფიქრობ, იგი პოლიტიკას ჩამოშორდება და რესტორანს გახსნის სახელწოდებით „ხინკალი მიხოსაგან“, სადაც ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძები მომზადდება. მერწმუნეთ, გურმანების დიდი რიგი დადგება“.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930