14-03-2019
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარნეულის ყოფილი მერი საპატიმროდან ვერა ივანბიშვილის ჩარევის შედეგად გათავისუფლდა.
"გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატურა, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს და ასამართლებენ მძიმე ბრალდების გამო. გირაოთი გამოუშვეს. სასამართლო წინაა. აბაზოვი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს, სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი. "რუსთავი 2" კი გვამცნობს რომ თურმე ბერა ივანიშვილი წყვეტს ამ საკითხს და ინფორმაციის წყაროსაც ასახელებს - ITV.ge, ეს იგივე "წყაროა" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე... ფეიკების დიდი სიაა... ვფიქრობ, ეს სია უფრო გაიზრდება და დაბინძურდება. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც..."-წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.
13-01-2025