გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო

31-01-2018


 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

 

საქართველოში დაბრუნებულ  მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარებისსახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს.

 

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგი სარეინტეგრაციო დახმარების სერვისები უნდა შესთავაზონ:

 

  • სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება;
  • საშემოსავლო პროექტების დაფინანსება;
  • პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

 

როგორც დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, საგრანტო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც მოქალაქეებს არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ რეინტეგრაციას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 თებერვალი, 18:00 საათი.

 

მისამართი: თამარაშვილის . N 15, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

 

ბმულზე იხილეთ დანართის სახით მოცემული დოკუმენტები - http://gov.ge/s/22a85

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930