გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალისა და მისი დედის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მამაკაცი დააკავეს 

31-01-2018


 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  მეუღლისა და მეუღლის დედის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებული .. დამნაშავედ სცნო  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111 151- მუხლის პირველი ნაწილით და 1261- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით.

 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2017  წლის  3 დეკემბერს  .-  არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ .- და ამ უკანასკნელის დედას  .- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც .-  ხელი ჰკრა და იატაკზე წააქციაწაქცევის შედეგად .- თავი დაარტყა და  ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადაასევე  .-   ხელი ჰკრა .-, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ჩამოარტყა  მაგიდას. აღნიშნულის შემდეგ  .- ორივეს თმებში ჩაავლო ხელი და  გვერდით ოთახში გაათრია, შემდეგ კი დანის გამოყენებით დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ..- ქმედებით .- და .- ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

 

სამართალდამცველებმა .. 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111151- მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ) და 1261- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  .. სრულად  სცნო  დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის  სახედ  და  ზომად  1  წლით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930